ახალგაზრდა ევროპელი ელჩების პროგრამის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
იანვარი 24, 2023

24.01.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აჭარის რეგიონის ოფისში, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის პროგრამის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, სტუმრებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, დაგეგმილი სიახლეები და პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო ახალ შესაძლებლობებს, კერძოდ, სტაჟირების პროგრამას და მასში რეგიონის ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის პროგრამის კოორდინატორმა ნინა გოგალაძემ და ბორდის წევრებმა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს, ხოლო ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ ლიკა დიასამიძემ, საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით მიზნობრივი პროექტების განხორციელების ეფექტიანობაზე ისაუბრა.
ასევე, შეხვედრაზე ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა სხვადასხვა რეგიონიდან ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.
შეხვედრას ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილეები, საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები და ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საინფორმაციო ცენტრი, წლებია რეგიონების ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობის შეთავაზების ფორმატში, აქტიურად თანამშრომლობს ახალგაზრდა ევროპელი ელჩების პროგრამასთან, რომელიც „EU NEIGHBOURS east”-ის ფარგლებში ხორციელდება.