ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტაჟიორებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 8, 2022

08.06.22 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში იურიდიული დახმარების ცენტრის თანაშემწე/სტაჟიორებს შეხვდა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიასა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, პარტნიორობასა და გაწევრიანების მექანიზმებზე. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა გაიაროს ქვეყანამ განაცხადის წარდგენიდან სრულფასოვანი წევრობის მოპოვებამდე.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.