ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებთან სამაგიდე თამაშის EU&NATO პრეზენტაცია გაიმართა

ივნისი 14, 2022

14.06.22 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ქუთაისის ფილიალში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებთან სამაგიდე თამაშის EU&NATO პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეებმა სამაგიდე თამაში ითამაშეს, რომელსაც მოდერაციას დეველოპერული ჰაბის ხელმძღვანელი/დამფუძნებელი ჭაბუკი ჭეიშვილი უწევდა.

აღსანიშნავია, რომ სამაგიდე თამაში რეგიონული ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“ მიერ განხორციელებული პროექტის „ახალაგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობისთვის“ ფარგლებში შეიქმნა, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.