ახალგაზრდა ლიდერების პირველი ფორუმი
ნოემბერი 22, 2023
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და ეკონომიკური ფორუმი იწვევს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს (ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები) ახალგაზრდა ლიდერების პირველ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური საკითხების შეფასება და განხილვა.
ფორუმში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ: განაცხადი One Pager – ის სახით, რომელშიც მოცემული უნდა იყოს ფორუმზე განსახილველი თემის სათაური, დასახელებული საკითხის აქტუალობა, მიზნები, ამოცანები, განხორციელების გზები, მოსალოდნელი შედეგები და წინასწარ დაფიქსირებული უნდა იყოს, თუ რომელი პანელისთვის არის განკუთვნილი თემის წარდგენა.
წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს და წარმატებულ პანელისტებს გამოავლენს ფორუმის მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც არიან სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები. მრჩეველთა საბჭოს მიერ გამოვლენილი 10 მონაწილე შეირჩევა ორი პანელის სპიკერად და მათი საკვლევი თემები დაიბეჭდება ფორუმისათვის განკუთვნილ სპეციალურ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემაში. პანელური დისკუსიებისათვის შერჩეულ მონაწილეთათვის დამატებით ჩატარდება სამუშაო შეხვედრა/სემინარი.
“ეკონომიკური ფორუმის” მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი და ბიზნეს ინსაიდერი, ხოლო მთავარი საერთაშორისო პარტნიორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნომერ პირველი ეკონომიკური ფორუმი – კარპაჩის ეკონომიკური ფორუმი (პოლონეთი)
შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ პანელურ დისკუსიებში:
ევროკავშირი და საქართველო: კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
ევროკავშირის პერსპექტივა: 2030 წელს ახალი წევრების მისაღებად მზადება
გარდა ამისა, ორი საუკეთესო მომხსენებელი მონაწილეობას მიიღებს პოლონეთში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში და დაესწრება „ადგილობრივი მმართველობების მე-9 ევროპულ კონგრესს“, რომელიც გაიმართება მიკოლაიკში, 2024 წლის 6-7 მარტს.
მონაწილეები: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@businessinsider.ge
ვადები: განაცხადების მიღება იწარმოებს 30 ნოემბრის ჩათვლით
საკონტაქტო პირი: სალომე ლიპარტელიანი | + 995 598 53 55 57