ახალგაზრდებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 13, 2022

13.04.22 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ორგანიზაციის „სტუდენტური ერთობა“ ერთობლივი ინიციატივით, პროექტში ჩართული ახალაგზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა პროექტის „საქართველოს ევროპული არჩევანი“ ფარგლებში, დიპლომატიის დეპარტამენტის მიერ ონლაინ პლატფორმაზე დაიგეგმა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, დამსწრეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, გაფართოებაზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, გაწევრიანების ეტაპებსა და პარტნიორობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.