ახალგაზრდებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 23, 2021

23.09.21 – იმერეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ორგანიზებით სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, სტუდენტებთან საქართველოს-ევროკავშირთან თანამშრომლობის ეტაპებზე, უვიზო მიმოსვლით გახსნილ შესაძლებლობებსა და ასევე, მისი მართლზომიერი გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

სემინარის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.