ახალგაზრდებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 18, 2021
18.09.21 – იმერეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობასა და პარტნიორობის ეტაპები ისაუბრა.
სესიების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალგაზრდები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპებით, ნატო-ს გაფართოების შესაძლებლობებითა და ნატო-ს წევრობის საკითხებით დაინტერესდნენ.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.