ახალგაზრდებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ონლაინ საჯარო ლექცია ჩატარდა

თებერვალი 9, 2022

09.02.22 – თბილისი

„უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან“ დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის ონლაინ საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: „რა უნდა ვიცოდეთ კიბერუსაფრთხოების შესახებ“.

კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ, მსმენელებთან კიბერუსაფრთხოებაზე, კიბერჰიგიენაზე, კიბერშეტევის ტიპებსა და პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ახალგაზრდამ.

ღონისძიება განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.