ახალგაზრდებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა
ივნისი 22, 2020

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლისთავისა და არსებული შედეგების შესახებ ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სალომე აბულაძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე მომხსენებელმა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და შედეგებზე ისაუბრა.
სემინარი საქართველოში მიმდინარე “ევროპის დღეები 2020”-ის ფარგლებში გაიმართა.
2020 წელს ევროპის დღეები უკვე მერვედ იმართება, რომელსაც სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ახორციელებს.