ახალგაზრდული კლუბის “World Vision” წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 26, 2022

26.03.22 – მაღალმთიანი აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალგაზრდული კლუბის “World Vision” წევრებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტებს. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, აგრეთვე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების მეთოდებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.