ახალგაზრდული ორგანიზაციის „გონიერი თაობა“ მოხალისეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მაისი 13, 2022

13.05.22 – მაღალმთიანი აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალგაზრდული ორგანიზაციის „გონიერი თაობა“ მოხალისეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ნატო-ს ისტორის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივებისა და ნატო-ს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სემინარზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველო – ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე.