ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივლისი 24, 2023

24.07.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ა/ო “სანათურის„ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან, დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ორგანიზაციის წევრებსა და შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიზნები გააცნო. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირისს და ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლასა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.