ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებისა და ახალგაზრდული სახლის თანამშრომლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 15, 2021

15.10.21 – ახალგორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებისა და ახალგაზრდული სახლის“ თანამშრომლებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს ევროკავშირისა და ნატოს ფუნქციონირების, ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობისა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკვანძო საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.