ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 24, 2023
24.10.23 – ახალქალაქი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, პედაგოგებსა და საჯარო სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოწვეულმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა გაუწია და ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.