ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 15, 2024

15.02.24 – სოფელი დილისკა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკიტხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, დასასრულს კი მონაწილეების საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი თემატური მასალა გადაეცათ.