ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 9, 2023

09.05.23 – სოფელი გოგაშენი

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოგაშენის საჯარო სკოლის ორგანიზებით, ამავე სოფელში მოსწავლეების მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ გარემოს დაცვით ვალდებულებებს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.