ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს სკოლაში დასავლური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

მარტი 20, 2024

20.03.24 – სოფელი გოკიო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა, მიზნები და მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ნატოს შექმნის ისტორიისა და გაფართოების ეტაპები.

ცენტრის სტაჟიორმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ლიდა ალმასიანმა, კი ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპებზე, კანდიდატის სტატუსსა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, ხოლო შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სომხურენოვანი თემატური მასალა გადაეცათ.