ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 11, 2024

11.04.24 – სოფელი კარტიკამი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და Erasmus+ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას.

შეხვედრას 70-მდე უფროსკლასელი და პედაგოგი დაესწრო, დასასრულს კი მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი თემატური მასალა გადაეცათ.