ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 30, 2023

30.03.23 – სოფელი კოჩიო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კოჩიოს საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ნატო-საქართველოს და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებები და მიზნები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.