ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 11, 2023
11.04.23 – სოფელი კოთელია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კოთელიის საჯარო სკოლის ორგანიზებით, მოსწავლეების მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.