ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 19, 2023

19.04.23 – სოფელი ტურცხი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ტურცხის საჯარო სკოლის ერთობლივი ორგანიზებით, ამავე სოფელში მოსწავლეების მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გარემოს დაცვითი ნაწილის შესრულებას.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.