ახალქალაქის საბავშვო ბაღის პედაგოგებთან საინოფრმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 31, 2023

31.07.23 – ახალქალაქი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის N2 საბავშვო ბაღის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, გამოწვევებსა და სამომავლო პერპექტივებს.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაზე და იმ სარგებელზე, რომელსაც საქართველო ინტეგრაციის გზაზე იღებს. მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ახალგაზრდული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS+ შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.