ახალქალაქის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 22, 2021

22.10.21 – ახალქალაქი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ორგანიზებით, ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, პერსპექტივები, ანტიდასავლური პროპაგანდა და მისი თანმდევი საფრთხეები განიხილა.

შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.