ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა და ინტელექტუალური თამაში გაიმართა

აპრილი 12, 2022

12.04.22 – ახალქალაქი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ინიციატივითა და ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთან თანამშრომლობით, ამავე სკოლის უფროსკლასელები სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ესტუმრნენ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მექანიზმებსა და დაახლოების ეტაპებს. ხაზი გაესვა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS+ შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ არსებულ ეტაპებსა და იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრა ინტელექტუალური თამაშით დასრულდა და მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო მასალა და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.