ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 28, 2022
28.02.22 – სოფელი კულიკამი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კულიკამის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებზე, პერსპექტივებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.