ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 22, 2022

22.02.22 – სოფელი ჩუნჩხა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, მონაწილეებს ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, აგრეთვე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.