ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 24, 2023
24.02.23 – სოფელი კარწახი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კარწახის საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე.