ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 29, 2023

29.03.23 – სოფელი ხავეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხავეთის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.