ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის სკოლის პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 21, 2023
21.02.23 – სოფელი კოთელია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კოთელიის საჯარო სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე.