ახალქალაქის წითელი ჯვრის წარმომადგენლებსა და მოხალისეებთან შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 20, 2022

20.11.22 – ახალქალაქი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს, წითელი ჯვრის წარმომადგენლები და მოხალისეები ეწვივნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მომხსენებელმა, ასევე, განიხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, სამომავლო პერსპექტივები, ანტიდასავლური პროპაგანდა, მისი თანმდევი საფრთხეები და მასთან ბრძოლის გზები.
შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი ლიტერატურა გადაეცათ.