ახალციხის მუნიციპალიტეტში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მარტი 25, 2024

25.03.24 – ახალციხე
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ქ.ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
მოწვეულმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა და ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკა ქარდავამ, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილა. საუბარი, ასევე შეეხო კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, ევროკავშირის არსს, წესრიგსა და გამოცდილებას.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.