ქ. ახალციხის სკოლის მოსწავლეებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 15, 2024

15.03.24 – ახალციხე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ.ახალციხის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და Erasmus+ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას.