ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 7, 2022

07.07.22 – ახმეტა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ხამაშურიძემ, ევროკავშირთან გაფორმებული ,,ასოცირების ხელშეკრულებით’’ მიღებული ხელშესახები სიკეთეებისა და ევროკავშირის ფასეულობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებასა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საკითხებზე.

შეხვედრას, რომელსაც 40 მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ გაუწია.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.