ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 30, 2022

30.05.22 – სოფელი ზემო ალვანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებასა და მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებს.
ზემო ალვანის საჯარო სკოლის ინიციტივით გამოითქვა მხარდაჭერა შემდგომი ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერის საკითხებზე, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.