ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 20, 2023

20.10.23 – ახმეტა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და სოფლის წარმომადგენლებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა იოსებ ნანობაშვილმა, ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ხელშესახებ სიკეთეებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სტრუქტურებსა და მათი ფუნქციონირების საკითხებზე. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ის ეტაპები და პროცედურები რომლებიც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ გაუწია და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.