ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საზოგადოებრივი კოლეჯის ,,აისი’’ სტუდენტებთან სიმულაციური სწავლება ჩატარდა

ივნისი 20, 2024

20.06.24 – სოფელი ქვემო ალავანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საზოაგდოებრივი კოლეჯის ,,აისი’’ სტუდენტებთან დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში, სიმულაციური სწავლება ჩატარდა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაწევრიანების ეტაპები და საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.

სიმულაციურ სწავლებაში, რომლის დროსაც გამოყენებულია ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ და განავითარონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღონ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინონ პრეზენტაციები.

აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.