ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 21, 2023

21.09.23 – ამბროლაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექზნიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს თემატური მასალა გადასცა.