ამბროლაურის კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივლისი 30, 2021
30.07.21 – ამბროლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ამბროლაურის კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფრომაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და საქართველოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.