ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 19, 2023
19.05.23 – ამბროლაური
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო და საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ღირებულებების, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, ასოცირების ხელშეკრულებისა და იმ ხელშესახები სიკეთეების შესახებ, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება და მას საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს. „ევროპის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით ყურადღება მახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.