ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 18, 2022
18.04.22 – სოფელი ჭრებალო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და არსებული მექანიზმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საფრთხეებსა და საზოგადოების ჩართულობაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.