ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გამართა
ივლისი 28, 2022

28.07.22 – ამბროლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
მოწვეულმა მომხსენებელმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა და ორგანიზაციის „ჯეოქეისი“ მკვლევარმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ვრცლად ისაუბრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, რეგიონულ გამოწვევებზე, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შედეგად მომდინარე საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებზე.
შეხვედრას, ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.