ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

იანვარი 31, 2022

31.01.22 – ამბროლაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დაწყებითი და საბაზო საფეხურის საჯარო სკოლების პედაგოგებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, პედაგოგებს ინფორმაცია მიაწოდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და არსებული მექანიზმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის საფრთხეებსა და საზოგადოების ჩართულობაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.