ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 27, 2022

27.12.22 – ამბროლაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფუნქციონირებასა და მისი მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციისაგან მომავალ საფრთხეებს.

შეხვედრის დასასრულს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს თემატური ბეჭდური მასალა გადასცა.