ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 24, 2022
24.10.22 – ამბროლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის ისტორიის, გაფართოების ეტაპების, ევროპული ღირებულებების, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებებსა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.