ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 12, 2022

12.12.22 – სოფელი ჭრებალო

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა მოსწავლეების ინფორმირება ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, ასოცირების ხელშეკრულებას და იმ ხელშესახებ სიკეთეებს, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ამ ეტაპამდე იქნა მიღწეული.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს, ასევე, გააცნო ევროკავშირის პროგრამები, მათ შორის ERASMUS + საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს ისარგებლონ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამებით ევროპის უნივერსიტეტებში.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოშვებული მასალები დაურიგდათ.