ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 14, 2022

14.11.22 – სოფელი კვაცხუთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო. საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა მოსწავლეების ინფორმირება ევროატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნისა და გაფართოების შესახებ, ასევე, საქართველო-ნატოს ურთიერთოებების დინამიკა, საერთო ღირებულებები, რომელსაც ეფუძნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნები, რომლებიც მათი წევრობისკენ მიისწრაფიან.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ანა ჩიქოვანმა, მოსწავლეებს გააცნო ზოგადი ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნის შესახებ და მოკლედ მიმოიხილა საერთაშორისო ორგანიზაციების განვითარების ისტორიული ქრონოლოგია.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის გამოცემული მასალები გადაეცათ.