ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლევის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 7, 2022

07.09.22 – სოფელი ბეთლევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლევის ადგილობრივ მოსახლეობასთან, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, მოსახლეობას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და მიზნები გააცნო. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკას, ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შედეგად მიღებულ სიკეთეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებულ განაცხადსა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა ანტიდასავლური პროპაგანდისა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრა.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის თემატური მასალა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.