ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 30, 2022
30.11.22 – სოფელი ბუგეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა მოსწავლეების ინფორმირება ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების საკითხებზე, ასევე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, ასოცირების ხელშეკრულებისა და იმ ხელშესახები სიკეთეების შესახებ, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ამ ეტაპამდე იქნა მიღწეული. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის ერაზმუს + შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო მასალა გადაეცათ.