ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 24, 2022

24.11.22 – სოფელი სადმელი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნის, გაფართოებისა და ფუნქციონირების საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ ხელშესახებ სიკეთეებს, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ამ ეტაპამდე იქნა მიღწეული.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.