ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აგვისტო 12, 2022
12.08.22 – სოფელი ჭყვიში
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე, ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების ხელშეკრულების მიზნებსა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებულ განაცხადსა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებს.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადასცა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.